პაკისტანი

პაკისტანში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 20 ადამიანი ემსხვერპლა, 300-მდე დაშავდა

პაკისტანში, ბალოჩისტანის პროვინციაში მომხდარ 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, პირველადი მონაცემებით, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 7 არასრულწლოვნის. 

CNN-ის ინფორმაციით, ფიზიკურად დაშავებულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს, ათობით მოქალაქეზე კი ძებნაა გამოცხადებული. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრამ საცხოვრებელი სახლებისა და შენობების ნგრევა გამოიწვია და მოსახლეობის ნაწილი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. 

მაღალი სიმძლავრის მიწისძვრა ბალოჩისტანის პროვინციაში ბოლოს 2013 წელს მოხდა. მაშინ 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრას 330 ადამიანი ემსხვერპლა, 500-მდე კი მძიმედ დაშავდა. 
 

კომენტარები