გერმანია

გერმანიის მწვანეებს სოციალ-დემოკრატებთან და თავისუფალ დემოკრატებთან კოალიციის შექმნა სურთ

გერმანიის მწვანეთა პარტიის თანათავმჯდომარეები ანალენა ბაერბოკი და რობერტ ჰაბეკი
Reuters

გერმანიის მწვანეთა პარტიას მემარცხენე-ცენტრისტულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა (SPD) და ლიბერალურ თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან (FDP) კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყება სურს. ამის შესახებ მწვანეთა თანათავმჯდომარემ რობერტ ჰაბეკმა ისაუბრა.

ჰაბეკის თქმით, ის თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას სთავაზობს ერთად მივიდნენ სოციალ-დემოკრატებთან და წინასწარი საუბრების ფაზიდან სამმხრივ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადავიდნენ.

"ჯერჯერობით ამას ვთავაზობთ თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას. ვნახოთ, როგორ გვიპასუხებენ." – თქვა ჰაბეკმა.

ჰაბეკმა აღნიშნა, რომ რიგ საიკითხებზე მწავენეებს ორივე პარტიისგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ და გარკვეული საკითხები ჯერ განხილული არ არის.

სამივე პარტია უკვე შეხვდა ერთმანეთს ცალ-ცალკე, თუმცა სამმხრივი მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულია. სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 26 სექტემბერს ჩატარებულ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. კვირას, 3 ოქტომბერს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ თქვა, რომ მზად იყო მწვანეებთან და თავისუფალ დემოკრატებთან სამმხრივი მოლაპარაკებები დაეწყო. 

გერმანიის ახალი მთავრობის ფორმირება მხოლოდ კოალიციის ჩამოყალიბების შემდეგ იქნება შესაძლებელი. მთავრობის ჩამოყალიბებამდე.

კომენტარები