გერმანიის არჩევნები 2021

ეგზიტპოლი: გერმანიის არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტია მცირე უპირატესობით ლიდერობს

ARD-ის ეგზიტპოლის თანახმად, გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატის, ბუნდესტაგის არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტია მცირე უპირატესობით – 25%-ით ლიდერობს (202 ადგილი ბუნდესტაგში). შემდეგი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიაა 24.5%-ით (197 ადგილი).

  • მწვანეთა პარტია – 13.8% (110 ადგილი)
  • თავისუფალი დემოკრატიული პარტია – 11.7% (93 ადგილი)
  • ალტერნატივა გერმანიისთვის – 10.9% (87 ადგილი)
  • მემარცხენე პარტია – 5% (40 ადგილი)
  • სხვა პარტიები – 8.6%

არჩევნების შედეგებით გადაწყდება, ვინ გახდება გერმანიის შემდეგი კანცლერი. აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის პოპულარობა შემცირებულია.

მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, გამარჯვებულს კოალიციის ჩამოყალიბება მოუწევს და მოსალოდნელია, რომ ამჯერად უმრავლესობის შესაქმნელად სამპარტიანი კოალიცია იქნება საჭირო.

ბუნდესტაგში სულ მცირე 598 მანდატია. ბუნდესტაგის 589 მანდატიდან 299 მაჟორიტარული სისტემით არჩეულ კანდიდატებზე ნაწილდება, ხოლო დანარჩენი 299 პროპორციული სისტემით არჩეულ, პარტიული სიის კანდიდატებზე. პარლამენტში შესვლისთვის პარტიამ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.

კომენტარები