რუსული ოკუპაცია

ოკუპანტების მიერ ერგნეთში დაკავებული 3 ქართველიდან 1 გაათავისუფლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს უკანონოდ დაკავებული 3 მოქალაქიდან ერთ-ერთი გაათავისუფლეს. ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 

ერგნეთის მიმდებარედ 3 მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ, 4 სექტემბერს დააკავეს

სუს-ის ინფორმაციით, უკანონო დაკავების მომენტიდან გააქტიურდა ცხელი ხაზის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. 

"ადამიანების უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას". – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

კომენტარები