ჯეიმს ბონდი

ჯეიმს ბონდის ახალმა ფილმმა ბრიტანული კინოგაქირავების რეკორდი მოხსნა

Collider

ჯეიმს ბონდის ახალმა ფილმმა No Time To Die გამხსნელ კვირაში 21 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა, რაც ბრიტანული კინოგაქირავების ახალი რეკორდია.

მომდევნო ორ ადგილს ასევე ბონდიანას ფილმები იკავებს. 2012 წელს გამოსულმა Skyfall-მა 20.2, ხოლო 2015 წელს გამოშვებულმა Spectre-მა 19.8 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეაგროვა.

საერთაშორისო კინოგაქირავებაში ამ დროისთვის ბონდის 25-ე ფილმს 119 მილიონი დოლარი აქვს მოგროვებული.

დენიელ კრეიგმა მეხუთედ და უკანასკნელად შეასრულა ბრიტანული სადაზვერვო სამსახურის ყველაზე ცნობილი აგენტის როლი. ახალი ნაწილი True Detective-ისა და It-ის რეჟისორმა, კერი ფუკუნაგამ გადაიღო, მთავარი ბოროტმოქმედის როლს ოსკაროსანი რამი მალიკი ასრულებს, ფილმში ასევე ლეა სეიდუ, ანა დე არმასი, ლაშანა ლინჩი, ბენ უიშოუ და რეიფ ფაინსი თამაშობენ. ბონდის ახალი საუნდტრეკი ბილი აილიშს ეკუთვნის.

No Time To Die თბილისის კინოთეატრებში 7 ოქტომბერს გამოვა. 

კომენტარები