არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: ოპოზიციამ სასურველი შედეგი ვერ დადო, რითაც კრიზისის პროვოცირებას შეეცდებოდნენ

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი საერთაშორისო დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს. მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დამაჯერებლად გაიმარჯვა და 47%-იანი შედეგით კიდევ ერთხელ მოსახლეობის ნდობა მოიპოვა. 

ნაციონალური მოძრაობა და დესტრუქციული ძალები კიდევ ერთხელ, უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და ქართულ ოცნებასთან ბრძოლაში. 

"მოგეხსენებათ ოპოზიციამ ვერ შეძლო მიეღწია სასურველი მიზნისთვის და მათ ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და არეულობის შემოტანას. 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-ში, ანუ 31 პროცენტში დაინიშნა მეორე ტურები. აქვე შეგახსენებთ რომ 2020 წელს მეორე ტურები დაინიშნა 56%-ში. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მისასალმებელი შედეგია და ხაზს უსვამ იმ დემოკრატიული და საარჩევნო გარემოს, რომელიც საქართველოში სწორედ ქართული ოცნების ძალისხმევით შეიქმნა".- ამბობს ღარიბაშვილი. 

მისივე თქმით, ქართული ოცნების კანდიდატები მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ. 


თბილისში ხმების 100% დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას 40.3% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 27.97%, გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის კი – 8.85%. 

რაც შეეხება ნაციონალურ შედეგებს, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 3 743 უბნიდან 3 740 უბნის მონაცემებია დათვლილი, რაც 99.92%-ს შეადგენს. პროპორციულ ნაწილში პარტიული რეიტინგები შემდეგნაირად განადაწილდა: ქართული ოცნება – 46.65%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 30.7%, გახარია-საქართველოსთვის –7.79%.

5-ვე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება – კიდევ სად იქნება მეორე ტური?

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები