არჩევნები 2021

დათვლილია ხმების 99.92%: ქართული ოცნება – 46.65%, ენმ – 30.7%, საქართველოსთვის – 7.79%

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 3 743 უბნიდან დათვლილი აქვს 3 740 უბნის მონაცემები, რაც 99.92%-ს შეადგენს. 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ ნაწილში პარტიული რეიტინგები შემდეგნაირად განადაწილდა:

  • ქართული ოცნება - 46.65%;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 30.7%;
  • გახარია-საქართველოსთვის - 7.79%
  • ლელო - 2.71%
  • ევროპული საქართველო - 1.66%; 
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 1.46%
  • ლეიბორისტული პარტია - 1.38%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 1.34%
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 1.44%

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ხმების 100% დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას 40.3% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 27.97%, გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის კი – 8.85%. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

    კომენტარები