ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 3 743 უბნიდან დათვლილი აქვს 1 884 უბნის მონაცემები, რაც 48.73%-ს შეადგენს.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ ნაწილში პარტიული რეიტინგები შემდეგნაირად განადაწილდა:
- ქართული ოცნება - 47.6%;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 31.22%;
- გახარია-საქართველოსთვის - 7.27%
- ლელო - 2.6%
- ევროპული საქართველო - 1.78%;
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 1.44%
- ლეიბორისტული პარტია - 1.32%
- გირჩი-მეტი თავისუფლება - 1.2%
თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ხმების 45.5% აქვს, ენმ-ის კანდიდატს ნიკა მელიას 34.13%, ხოლო პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას - 8.97%. ამ დროისთვის, თბილისის 769 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 320 უბანი, რაც 41.61%-ია. ცესკოს პირველადი მონაცემებით, თბილისში მეორე ტური იქნება.
ასევე, 5-დან 3 თვითმმართველ ქალაქში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ოპოზიციის მერობის კანდიდატები ლიდერობენ. ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მე-2 ტური დაინიშნება. დათვლილია საარჩევნო უბნების 47.73%.
არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021