არჩევნები 2021

ცესკოს პირველადი მონაცემები: ოცნება - 48.56%, ენმ - 31.23%, დათვლილია ხმების 38.63%

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ ეტაპზე მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული 3 743 უბნიდან დათვლილია 1 446 უბნის მონაცემები. პროპორციულ ნაწილში პარტიული რეიტინგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 48.56%;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 31.23%;
  • გახარია-საქართველოსთვის - 6.87%
  • ლელო - 2.6%
  • ევროპული საქართველო - 1.82%; 
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 1.42%
  • ლეიბორისტული პარტია - 1.25%
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 1.04%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებითვე, თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ხმების 45.5% აქვს, ენმ-ის კანდიდატს ნიკა მელიას 34.13%, ხოლო პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას - 8.97%. ამ დროისთვის, თბილისის 769 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 320 უბანი, რაც 41.61%-ია. ცესკოს პირველადი მონაცემებით, თბილისში მეორე ტური იქნება.

ასევე, 5-დან 3 თვითმმართველ ქალაქში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ოპოზიციის მერობის კანდიდატები ლიდერობენ. ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მე-2 ტური დაინიშნება. დათვლილია საარჩევნო უბნების 47.73%.

კომენტარები