არჩევნები 2021

სამხარაძე: რამდენიმე ქალაქში, სავარაუდოდ, მეორე ტური იქნება

ასე გამიჭირდება ზუსტი რიცხვი გითხრათ, მაგრამ რამდენიმე ქალაქში, სავარაუდოდ, იქნება მეორე ტური და ამის შემდეგ 2024 წლამდე ჩვენ აღარ გვექნება არჩევნები.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ იმედზე.

Edison Research-ის და Ipsos-ის ეგზიტპოლის შედეგებით, თბილისში მეორე ტური იქნება. Gorbi-ს ეგზიტპოლით კი, კახა კალაძეს 51.3% აქვს. ქართული ოცნების შტაბში TV იმედის დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გამარჯვება იზეიმეს, კახა კალაძემ ამომრჩეველს მადლობაც გადაუხადა.

კომენტარები