არჩევნები 2021

კელი დეგნანი: ყოველი არჩევნები სწავლის შესაძლებლობაა

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ავრცელებს კომენტარს არჩევნებთან დაკავშირებით:

"მე ვარ გლდანში, როგორც არჩევნების დამკვირვებელი. ეს არის ერთ-ერთი უბანი, რომელზე დაკვირვებაც შევძელი დღის განმავლობაში. მოხარული ვარ, რომ რომლების ნახვაც ვნახე, სიმშვიდე იყო. ისინი ორგანიზებული იყო. ჩანს, რომ ხალხი Covid-ის უსაფრთხოების ნორმებისთვის მომზადებულები არიან და ვფიქრობ, რომ მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ხალხს, ვინც ყველა დონეზე მონაწილეობს, მაგრამ გასნაკუთრებით მათ, ვინც ადგილობრივად უზრუნველყოფენ ადამიანის მოსვლასა და ხმის მიცემას მშვიდ გარემოში. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ ეს არჩევნები არის დიდი შანსი, ინდივიდუალური მოქალაქეებისთვის, საკუთარი ხმის გასაჟღერებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ მათ პოლიტიკურ ლიდერებს ესმით, თუ რა არის მათთვის მნიშვნელოვანი: თქვენი ლიდერებისთვის ანგარიშვალდებულობის დაკისრება და იმაში დარწმუნება, რომ ისინი თქვენთვის მუშაობენ. საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყანას აძლიერებენ და ცხოვრებისთვის, ბიზნესისთვისა და ოჯახისთვის უკეთეს ადგილად აქცევენ. 

ასევე, ეს არჩევნები არის შანსი იმის დასანახად, შევა თუ არა ძალაში ბოლო ხანებში მიღებული საარჩევნო რეფორმები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანომ მიიღო და გააუმჯობესებენ თუ არა ისინი საარჩევნო პროცესს. რეფორმების მთელი არსი იყო პროცესი გამხდარიყო უფრო გამჭვირვალეო, ანგარიშვალდებული. 

ვფიქრობ, ამაღამ ვიხილავთ, ბიულეტენების დათვლას, კამერებისა და ჩვენს მიერ დანერგილი სხვა ტექნოლოგიური გაუმჯობესებების გამოყენებას, იქნება თუ არა ისინი იმდენად სწორად გამოყენებული, რომ მათ საკუთარი როლი შეასრულონ და ხალხს აჩვენონ თითოელ ბიულეტენზე რომელი პარტია და კანდიდატი იყო არჩეული, და ზოგადად, იქნება თუ არა უფრო გამარტივებული პროცესი, გასულ ოქტომბერთან შედარებით. 

ყოველი არჩევნები სწავლის შესაძლებლობაა. საერთაშორისო გამჭვირვალობის, ISFED-ის, IFES-ისა და GYLA-ს მსგავსი სამოქალაქო ორგანიზაციების აზრიც სწორედ ესაა: ისინი გვაწვდიან ინფორმაციას, რომელიც მომდევნო არჩევნებს გააუმჯობესებს. ისინი მიგვითითებენ რაღაცები მუშაობს თუ არა ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ხალხისთვისა და პარლამენტარებისთვისაც, რათა მათ იცოდნენ თუ როგორ გააუმჯობესონ ყოველი არჩევნები.

ქართველ ამომრჩეველს სჭირდება ყოველი არჩევნებით გაუმჯობესების ხილვა და ვფიქრობ წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი პრობლემა და დარღვევა ვიხილეთ. ეს არის ის, რაზეც არჩევნების დამკვირვებლები ძირითადად არიან ფოკუზირებული. 

კიდევ ერთხელ, მოხარული ვარ, რომ აქამდე წყნარი დღე იყო და ვფიქრობ შედარებით ბევრი ხალხი გამოვიდა ხმის მისაცემად და საკუთარი პოზიცია გააჟღერა. მადლობა!"

კომენტარები