არჩევნები 2021

პრემიერი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას

ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. 

ვფიქრობ, რომ მშვიდად ჩაივლის დღევანდელი დღე. ჩვენ მობილიზებული ვართ, რომ აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ჩაიაროს საარჩევნო დღემ. მე მოვუწოდებ ყველა პარტიის წარმომადგენლებს, რომ ასევე გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და მართლაც მშვიდობიანად, სამაგალითო არჩევნები ჩავატაროთ, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ქართული დემოკრატია, ქართული სახელმწიფო და ჩვენი ქართული საზოგადოება.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები