მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სუს-ის უფროსი სააკაშვილზე: რომ შემოვიდა, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაცია, მისი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე ჰქონდათ.  

"რომ შემოვიდა, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია, რამაც განაპირობა ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან მსხვერპლი, გაურკვევლობა, აჟიოტაჟი და ა.შ. ასე რომ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა". - ამბობს ლილუაშვილი. 

გუშინ, 2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

კომენტარები