არჩევნები 2021

ზურაბიშვილი: ის არჩევნებია, სადაც პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, დეპოლარიზაციას მივეცი ხმა

ეს არის ის არჩევნები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ თავიანთ ადგილზე - დაბაში, სოფელში, ქალაქში, ისინი, ვინც ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ. ამავე დროს, ეს არის ის ადგილი, ალბათ, სადაც ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია და ეს არის ის არჩევნები, ზოგადად, როდესაც უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, რისი იმედიც მაქვს და მე ამას მივეცი ხმა - დეპოლარიზაციას.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ხმის მიცემის შემდეგ. დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

კომენტარები