არჩევნები 2021

სუს: აფხაზეთიდან საქართველოში შემოსვლა უკანონოდ შეიზღუდა – ხშირად არჩევნებს უკავშირდება

JAMnews

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 2 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოში თავისუფალი გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, გარდა სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებისა.

"მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოგონილ უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებს. მსგავსი დამაზიანებელი პრაქტიკა გასულ წლებშიც დაფიქსირებულა. დაწესებულ უკანონო შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია". – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები