არჩევნები 2021

პრემიერი: სააკაშვილი მაშინ დავაკავეთ, როცა ბინაში მარტო იყო, წინასწარ გვქონდა ინფორმაცია

ჩვენ უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად დავაკავეთ პრეზიდენტი იმ დროს, იმ წუთას, როცა მარტო იმყოფებოდა სამალავ ბინაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია ამის თაობაზე, დღეს არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ხელისუფლებამ არ უცოდა, მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩვენი გუნდის წევრებს, ვინაიდან, მათაც დღეს მოუწიათ ამის საპირისპირო განცხადებების გაკეთება, ჩვენ შეგნებულად არ ვამბობდით ამის თაობაზე, ვინაიდან, ეს იყო ოპერატიული ტაქტიკა და საჭირო იყო ასეთი შედეგის დასაყენებლად

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TV იმედის ეთერში. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იქამდე, მთელი დღის განმავლობაში, მმართველი გუნდი ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს უკრაინის საზღვარიც კი არ გადაუკვეთავს.

კომენტარები