არჩევნები 2021

Unian: სააკაშვილის დაკავების გამო, საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელი სამინისტროში გამოიძახეს

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ინფორმაციას უკრაინული მედია Unian ავრცელებს.

უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანის, ოლეგ ნიკოლენკოს მიერ ადგილობრივი მედიისთვის გაკეთებული კომენტარის მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელია მიწვეული სააკაშვილის დაკავების გარემოებებისა და საფუძვლების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიღების მიზნით.

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ ექსპრეზიდენტს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

კომენტარები