არჩევნები 2021

კობახიძე: სააკაშვილი საქართველოში არ არის

ირაკლი კობახიძე

"სააკაშვილი საქართველოში არ არის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ამას თამამად ვამბობ". -  ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა და გავრცელებული ვიდეო ყალბია. 

რაც შეეხება სააკაშვილის გეგმებს, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლის მიზეზი არა ამომრჩევლის მობილიზაცია, არამედ შიდაპარტიული დაპირისპირებაა.

"მემგონი თვითონაც არ არის ისეთი სულელი, რომ ეგონოს ამით თავის მხარდამჭერების მობილიზაციას მოახერხებენ, უფრო მეტად ვიდრე ჩვენ, არამგონია ეს იყოს გათვლა, მას უფრო შიდაპარტიული ამბები აწუხებს. მას უნდა, რომ ის 25% თავის თავზე მიიწეროს 2 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენ ვიცით, რომ პარტიაში არის შიდა დაპირისპირებები". - ამბობს ირაკლი კობახიძე.

მიხეილ სააკაშვილმა, დღეს, 2 ოქტომბერს, Facebook-ზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის, სავარაუდოდ, ბათუმშია

 

კომენტარები