არჩევნები 2021

ხაბეიშვილი: რა იცის მდინარაძემ ვინ რა საზღვარი გადმოკვეთა, ნახევარი საათის წინ გაიღვიძა

მიხეილ სააკაშვილი უკვე რამდენიმე დღეა საქართველოშია, ეს ჩემი ინფორმაციაა, რა თქმა უნდა. თუ დამიბარებენ, შემიძლია მოვუყვე, რა გზებით შემოვიდა - ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ისინი არ იცნობენ მიხეილ სააკაშვილს, ვინც ამას ამბობს და ახლა ხომ ხვდებით რა პანიკაში არიან, უბრალოდ უნდათ, რომ მოქალაქეებს დააჯერონ, რომ საქართველოში არ ჩამოსულა. როცა ამბობენ, რომ საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, რა იცის მდინარაძემ, ნახევარი საათის წინ გაიღვიძა, უკრაინაში ვინ რა საზღვარი გადმოკვეთა, საიდან წამოვიდა ან როდის. 

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი ფორმულას ეთერში.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს Facebook-ზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის, სავარაუდოდ, ბათუმშია.

ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია და გავრცელებული ვიდეო ფეიკია. 

კომენტარები