არჩევნები 2021

მდინარაძე: უტყუარი ინფორმაცია გვაქვს, სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია, იქ იმალება სადღაც

მე მიკვირს ზოგიერთი თქვენგანის, რომ ასე ანთებულები, მთელი სერიოზულობით ამტკიცებს რაღაცებს და იქიდან ჩართვებს აკეთებთ, რომ აქ იყო და იქ გამოიარა და აქ გამოიარა. ან მართლა ცუდ მდგომარეობაში ხართ, ჟურნალისტებზე ვსაუბრობ, უკაცრავად მაგრამ მაინც, ან გჯერათ, ან ჩართული ხართ ამ თაღლითობაში. ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა და იმალება ახლა შემძვრალია სადღაც და იქიდან გეგმავს რაღაცებს, მეორე, თუ მესამე ტელეფონით. ამაზე არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ უკრაინა არ დაუტოვებია და არათუ საქართველოში, სხვა ქვეყანაშიც არ არის.

თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს Facebook-ზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის, სავარაუდოდ, ბათუმშია.

კომენტარები