კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 751 შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.1%-ია

Covid 19-ით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 42 657 ტესტი და დადასტურდა 1 751 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  1 633 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.1%.

ინფიცირების 1751 ახალი შემთხვევიდან თბილისში 559 გამოვლინდა, აჭარაში - 121, იმერეთში – 311, ქვემო ქართლში – 97, შიდა ქართლში – 93, გურიაში – 33, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 183, კახეთში –  269, მცხეთა-მთიანეთში – 39, სამცხე-ჯავახეთში – 33, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13.


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები