არჩევნები 2021

შაჰინი: თუ არჩევნებზე დემოკრატიული უკუსვლა გამოიკვეთა, დასავლური მისწრაფებები გართულდება

ვიზიარებთ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაივლის არჩევნები. იმედი გვაქვს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. მე მაწუხებს წინასაარჩევნო ძალადობა, რომელიც უკვე მოხდა.

როდესაც საქართველო ისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია, მათ გაიგონ ის, რომ მთელი მსოფლიო უყურებს იმას, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები. თუ ამ არჩევნებზე ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გამოიკვეთა, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს დასავლური მისწრაფებები მათთვის ძალიან გართულდება

სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

კომენტარები