არჩევნები 2021

წულუკიანი სააკაშვილზე: დიდი ხანია, 18 წლის არის და ხანდაზმულ დედას მუდამ წინ იფარებს

სააკაშვილი ძალიან დიდი ხანია უკვე არის 18 წლის და 50 წელსაც გადააბიჯა, ასე მახსოვს. ის მუდმივად წინ იფარებს ხანდაზმულ დედას. ეს ჩემში, რბილად რომ ვთქვა, გაკვირვებას იწვევს და იმ ადამიანისთვის, რომელსაც ერის მამად წარმოუდგენია თავი, ცოტა უფრო მეტი ღირსება ჰმართებს, როგორც საკუთარ მშობელთან მიმართებაში, რომელიც, ამავდროულად, არის ქალი,ა რის გარკვეულ ასაკში, შესაბამისად, ამ ადამიანის მუდამ წინ აფარება ჩემთვის არ არის სანაქებო საქციელი.

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი იმედის ეთერში. "ჩამოდის მგონი დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება". - ასე გამოეხმაურა წულუკიანი 28 სექტემბერს სააკაშვილის მიერ ბილეთის ფოტოს გავრცელებას. 27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდება. სააკაშვილს ამიმრჩევლისთვის ქვეყანაში ჩამოსვლის პირობა დღემდე მრავალჯერ აქვს მიცემული. 

კომენტარები