არჩევნები 2021

სააკაშვილი კრამონს: მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა. სააკაშვილის აზრით, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია.

"სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას,როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია". – წერს სააკაშვილი.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. კრამონის აზრით, სააკაშვილის განზრახვა, რომ არჩევნების დღეს დაბრუნდეს საქართველოში, ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება. კრამონი წერს, რომ ევროკავშირს არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ბატონი სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში.

27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდება. სააკაშვილს ამომრჩევლისთვის ქვეყანაში ჩამოსვლის პირობა დღემდე მრავალჯერ აქვს მიცემული. 

კომენტარები