დაძაბულობა კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე

NATO კოსოვო-სერბეთის საზღვარზე არსებული დაძაბულობის ფონზე პატრულირებას აძლიერებს

კოსოვოს სპეციალური ძალების წარმომადგენლები საზღვართან 2021 წლის დემონსტრაციების დროს
Reuters

NATO-ს ძალებმა კოსოვო-სერბიის საზღვარზე, სადაც სერბი დემონსტრანტები არიან შეკრებილი და გზა მანქანებით აქვთ გადაკეტილი, პატრულირება გააძლიერეს

კოსოვოელი სერბების დემონსტრაცია მოჰყვა კოსოვოს ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც სერბეთიდან შემომავალ ავტომობილებს საკუთარი რეგისტრაციის ნომრის გამოყენება არ შეეძლებათ და მის ნაცვლად მანქანას უნდა დაუყენონ კოსოვოს დაბეჭდილი დროებითი ნომერის, რომელიც გამოსადეგი 60 დღის განმავლობაში იქნება. 

კოსოვოს მთავრობის განმარტებით, ეს რეგულაცია არის 2008 წელს სერბეთის მიერ დაწესებული ასეთივე შეზღუდვის პასუხი. 2008-ში კოსოვომ, რომელზეც სერბეთმა კონტროლი 1999 წელს NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 

რეგულაციის საპასუხოდ, კოსოველმა სერბებმა სატვირთო მანქანებით კოსოვო-სერბეთის საზღვართან ჯაჭვი შექმნეს და ორი მთავარი გზა გადაკეტეს, რამაც ორ ქვეყანას შორის ვითარება დაძაბა. ევროკავშირი და NATO მხარეებს მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა. პროტესტი უკვე ერთი კვირაა რაც გრძელდება.

უთანხმოება უკვე გადაიზარდა ძალადობაში. კვირას, 26 სექტემბერს ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც დაძაბული ვითარებაა, თავს დაესხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ შენობას, მათ შორის მანქანების რეგისტრაციის ოფისს. 

სერბეთმა კოსოვოს საზღვართან სამხედრო მანევრების ჩატარება დაიწყო. ასევე, სერბეთის МиГ-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებმა გადაუფრინეს კოსოვოს იარინიეს გამშვებ პუნქტს, სადაც სერბი დემონსტრანტები არიან შეკრებილი.

შესაბამისად, NATO-ს კოსოვოს მისიამ, 5 000 კაციანმა კონტინგენტმა, რომელიც მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობს, გააძლიერა კოსოვო-სერბეთის საზღვარზე პატრულირება, მეტი მიმართულებითა და ხანგრძლივობით.

კომენტარები