არჩევნები 2021

თავდაცვის მინისტრი: ყველამ ვიცით, ეს არჩევნები რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული არ არის

თავდაცვის სამინისტრო

"სამართლებრივად ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები არ არის დაკავშირებული რიგგარეშე არჩევნებთან". - ამბობს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. 

ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობს მინისტრი ევროკავშირის განცხადებებზე, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება ვერ მოხდება, ბურჭულაძე ასე პასუხობს: - "ვინ არის ევროკავშირი?! მაშინ თქვით, რომ შარლ მიშელი საუბრობს". 

"სამართლებრივად ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები არ არის დაკავშირებული რიგგარეშე არჩევნებთან. ჩვენ გამოვთქვით მზაობა იმისა, რომ მომხდარიყო საერთო შეთანხმება, რასაც წიხლი კრა ჩვენმა ოპოზიციამ და არ გაითვალისწინა. ნუ ცდილობთ ზოგადი საუბრით შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში.

ევროკავშირი საუბრობს რას ნიშნავს, ვინ არის ევროკავშირი. მაშინ უნდა თქვათ, რომ შარლ მიშელი საუბრობს. რას საუბრობთ აბა, თუ შეგიძლიათ ციტირება. რის საფუძველზე უნდა შესრულდეს [შარლ მიშელის შეთანხმება], რის საფუძველზეა ძალაში - მორალურად? სამართლებრივად ძალაშია? შეთანხმება ნიშნავს ორ სუბიექტს შორის კონკრეტულ პირობებზე დათანხმებას. არ მოხდა ეს ოპოზიციის მიზეზით". - ამბობს ბურჭულაძე. 

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები