Netflix

ტუდუმ – NETFLIX-მა მომავალი პროექტების ტრეილერები გამოაქვეყნა

Netflix

სტრიმინგის სერვისმა Netflix ონლაინ რეჟიმში თაყვანისმცემლების მასშტაბური შეკრება მოაწყო, რომელზეც მომავალი მნიშვნელოვანი პროექტების მასალები წარმოადგინა. ღონისძიებას Tudum ეწოდა, ტუდუმ ის ხმა არის, რომლითაც ნეტფლიქსის ფილმები და სერიალები იწყება.

Tudum-ზე ორი ყველაზე მნიშვნელოვანი სერიალის, Stranger Things-ისა და Witcher-ის ტრეილერები გამოქვეყნა. ტუდუმის მონაწილეებმა ასევე საკულტო ანიმე სერიალის, Cowboy Bebop-ის, მხატვრული რიმეიქის გამხსნელი ვიდეო და ნილ გეიმანის კომიქსის ეკრანიზაციის, Sandman-ის პირველი ტიზერი იხილეს.

უცნაური ამბების მეოთხე სეზონი 2022 წელს გამოვა.

მხედვარის მეორე სეზონი მიმდინარე წლის 17 დეკემბერს გამოვა. სერიალის მესამე სეზონის გადაღებები უკვე დაწყებულია.

ვიდეო ერთი-ერთში იმეორებს ორიგინალი ანიმეს შესავალს. მთავარი გმირის, სპაიკ შპიგელის როლს ჯონ ჩო ასრულებს.

ნილ გეიმანი მომავალი სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერია. სიზმირს როლს ტომ სტარიჯი ასრულებს.

Tudum-ზე ასევე სერიალების Ozark, Emily In Paris, Bridgerton ტრეილერები გამოვიდა.

კომენტარები