არჩევნები 2021

კობახიძე: ივანიშვილი ბავშვობიდან ოცნებობდა, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა

გუშინ გახარიამ თავისი განცხადებებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ მის პრობლემებთან დაკავშირებით, რეალურია. აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადებები გააკეთა პრემიერთან და ასევე ყოფილ თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. გახარია არის სრულიად აჭრილი, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც მის ინტერესებში არ შედის. ბიძინა ივანიშვილი ბავშვობიდან ოცნებობდა იმაზე, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა. ბიძინა ივანიშვილმა გახარია დატოვა პრემიერად და დაუტოვა ისეთი გარემო, სადაც მას ერთადერთი უნდა ეკეთებინა - ქვეყნის საქმე. ასეთ დროს მან მყისიერად, ერთი თვეც არ იყო გასული ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლიდან, უღალატა ქვეყანას და გუნდს

IPN-ს ცნობით, ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიაზე, რომელმაც ფორმულას ეთერში ბიძინა ივანიშვილზე თქვა, რომ ნდობა ვერ გაამართლა. 

კომენტარები