არჩევნები 2021

კობახიძე გახარიაზე: ივანიშვილს პირდაპირ დაუპირისპირდა, ყველანაირ ფსკერზეა დაშვებული

როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, რომ ივანიშვილმა შენი იმედი ვერ გაამართლა, ეს არ ვიცი რა კომენტარს იმსახურებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ყველანაირ ფსკერზე არის დაშვებული. როდესაც ასე საუბრობ, ფსკერს ქვემოთაც ხარ. მთელი მისი აგიტაცია აგებული იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა კოორდინაცია ოცნებასთან, ივანიშვილთან და ა.შ., მაგრამ დღეს ის კეზერაშვილის ტელევიზიაში პირდაპირ დაუპირისპირდა ივანიშვილს. ის ისეთ ქმედებებზეა გადასული, რაც ბოლომდე თვითდაზიანებას ნიშნავს.

IPN-ს ცნობით, ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიაზე, რომელმაც ფორმულას ეთერში ბიძინა ივანიშვილზე თქვა, რომ ნდობა ვერ გაამართლა. 

კომენტარები