კანადა-ჩინეთი

კანადაში HUAWEI-ის ფინანსური დირექტორის გათავისუფლების შემდეგ, ჩინეთმა 2 კანადელი გაათავისუფლა

მენგ ვანჭოუ/მაიკლ სპავორი/მაიკლ კოვრიგთან

კანადის სასამართლომ Huawei-ის ფინანსური დირექტორი და კომპანიის დამფუძნებლის, ჟენ ჭენგფეის შვილი მენგ ვანჭოუს გაათავისუფლა. მენგ ვანჭოუ 2018 წელს აშშ-ს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს. მისი გათავისუფლების ცნობებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ კანადის მოქალაქეები მაიკლ სპავორი და მაიკლ კოვრინგი ჩინეთიდან კანადაში ბრუნდებოდნენ. სპავორი და კოვრიგი 2018 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, სპავორს 11 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

გათავისუფლებამდე მენგ ვანჭოუმ აღიარა, რომ ამერიკელი გამომძიებლები Huawei-ის და ირანის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანა. მან კანადაში სამი წელი შინაპატიმრობაში გაატარა, პარალელურად მისი აშშ-ში ექსტრადირების საკითხი განიხილებოდა. კანადის სასამართლომ ის მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მენგ ვანჭოუმ ამერიკელ პროკურორებთან გარიგებას მიაღწია.

კანადის პრემიერმინისტრის ჯასტინ ტრუდოს თქმით სპავორი და კოვრიგმა "წარმოუდგენლად რთული განსაცდელი" გადაიტანეს.

"ყველასთვის კარგი ამბავია, რომ ისინი სახლში და საკუთარ ოჯახებში ბრუნდებიან. ბოლო 1 000 დღის განმავლობაში მათ გვაჩვენეს ძალა, შეუპოვრობა, მედეგობა და ღირსება" - თქვა ტრუდომ.

პრემიერმინისტრის თქმით, ისინი კანადაში 25 სექტემბერს დაბრუნდებიან. სპავორს და კოვრიგს თან ახლავთ ჩინეთში კანადის ელჩი დომინიკ ბარტონი.

ჩინეთის ხელისუფლების აცხადებს, რომ მაიკლ სპავორის და მაიკლ კოვრიგის დაკავება მეგ ვანჭოუს დაკავებასთან დაკავშირებული არ იყო. თუმცა კრიტიკოსები, ჩინეთს სპავორისდა კოვრიგის გამოყენებით "პატიმრობით ვაჭრობაში" და "მძევლების დიპლომატიის" გამოყენებაში ადანაშაულებენ.

მაიკლ კოვრიგი ყოფილი დიპლომატია რომელიც ბრიუსელში დაფუძნებულ კვლევით ორგანიზაციაში, Internation Crisis Group-ში მუშაობს. მაიკლ სპავორი კი ბიზნესმენია. ის დამფუძნებელი წევრია ორგანიზაციისა, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან საერთაშორისო ბიზნეს და კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობაზე მუშაობს. 

კანადის მოქალაქეების გათავისუფლებას გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ბლინკენის თქმით, აშშ კმაყოფილია ჩინეთის ნაბიჯით, თუმცა სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ კოვრიგს და სპავორს 2.5 წლის მანძილზე შერჩევითად იყვნენ დაკავებულები.

კომენტარები