კანადა-ჩინეთი

ოტავას ნაბიჯის საპასუხოდ, პეკინი კანადელ დიპლომატს აძევებს

Reuters

კანადის მიერ ჩინელი ოფიციალური პირის, ჭაო ვეის გაძევების საპასუხოდ, ჩინეთი შანხაიდან კანადელ დიპლომატს გააძევებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება 9 მაისს, ოტავას ქმედებიდან მეორე დღეს გახდა ცნობილი.

“ჩინეთი მკაცრად გმობს და მტკიცედ ეწინააღმდეგება აღნიშნულ გადაწყვეტილებას. კანადური მხარის არაგონივრული ქმედებების საპასუხოდ, ჩინეთმა ანალოგიური ზომების მიღება გადაწყვიტა, შანხაიში კანადის გენერალური საკონსულოს კონსული, ჯენიფერ ლინ ლალონდე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და 13 მაისამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ჩინეთი უფლებას იტოვებს განახორციელოს შემდგომი საპასუხო ქმედებები”. - ვკითხულობთ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში.

კანადური დაზვერვის ცნობით, ჭაო ვეი დეპუტატ მაიკლ ჩონგის და მისი ნათესავების დაშინებას ცდილობდა კანონმდებლის მიერ ჩინეთში უიღური მუსლიმების მოპყრობასთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო. ჭაო კანადამ 8 მაისს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

კომენტარები