16 სექტემბრიდან აცრის მაჩვენებელი ქვეყანაში თანდათან იკლებს, ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ მოსახლეობას კომუნიკაციას ვაკლებთ, ანუ მოსახლეობას მეტად უნდა მივუტანოთ ადგილზე ინფორმაცია და ადგილზე, თითოეულ დასახლებულ პუნქტში მივიდეთ და დავარწმუნოთ, რომ ეს არის დიდი სიკეთე. ჩვენ თუ აცრილი ვართ, მეტად ვართ დაცული, აქედან გამომდინარე, ყველა ტელევიზიამ დღეში რამდენჯერმე უნდა ილაპარაკოს, თითოეული რეკლამა უნდა ეძღვნებოდეს აცრას
ვაქცინაცია საქართველოში
გამყრელიძე: მოსახლეობას კომუნიკაციას ვაკლებთ, ესაა აცრების შემცირების ერთერთი მიზეზი
tbl.ge/5p6d
დაკოპირდა

ინტერპრესნიუსის ცნობით, ამბობს NCDC-ს დირექტორი ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის ტემპის შემცირებაზე.
ამავე თემაზე
- ფაიზერის ვაქცინის 250 000 დოზა საქართველოშია, აცრები მიმდინარე კვირაში განახლდება
- აზარაშვილი: Pfizer-ის ახალი დოზები ამ კვირაში გვექნება, რამდენიმე ათასი ვაქცინა გვიფუჭდება
- პრემიერი: ბუსტერს აზრი არ აქვს, ერთი მინისტრი 4-ჯერ აცრილია და მაინც დაემართა ომიკრონი
- 50 წელს ზემოთ ვინც ვაქცინის ბუსტერ-დოზას გაიკეთებს, 100 ლარს ჩაურიცხავენ
- გაბუნია: აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ვადაგასული ვაქცინა გამოყენებაში მოხვდეს