არჩევნები 2021

კობახიძე: მოწოლისას მელიას კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენლები მოყვებოდნენ

რაც დღეს ვიხილეთ, მე მგონია რომ წინასწარ იყო დაგეგმილი, გამომდინარე იქიდან რომ ეს ყველაფერი ჩანდა, იმ სცენარიდან, რომელიც განვითარდა. ანუ, წინასწარ იცოდა მელიამ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დროისთვის მე ვიქნებოდი იქ. ამის გარდა ძალიან საინტერესო რაღაცები იყო, რაც შენიშნეს მათ შორის დაცვის წევრებმა - მაგალითად, როდესაც ხდებოდა მოწოლა, ანუ მელია, როდესაც იდგა და იყო მოწოლა მისი მხრიდან, ამას მოყვებოდნენ კონკრეტული ტელევიზიების წარმომადგენლები, ანუ ეს მოწოლა იყო ერთობლივი და საბოლოო ჯამში ესენი ქმნიდნენ ასეთ მოცემულობას. წინასწარ გაწერილი სცენარის ნიშნები იკითხებოდა ძალიან მარტივად.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.

დღეს, 23 სექტემბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

კომენტარები