არჩევნები 2021

კრამერი: საქართველო დგას რისკის წინაშე, სერიოზულად დააზიანოს ევროატლანტიკური მისწრაფებები

თეორემა/ტაბულა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირიმა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, დევიდ კრამერმა მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარზე საქართველოს წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. კრამერი აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ბევრია დამოკიდებული. დევიდ კრამერის თქმით, მის მიერ ნანახი გამოკითხვების თანახმად, ქართული ოცნება ვერ ლახავს 43%-იან ზღვარს, რა შემთხვევაშიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

"ვნახავთ, რა შედეგები იქნება, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები. არსებობს რისკი, რომ ეს იყოს კიდევ ერთი ძალიან სადავო არჩევნები, როგორც იყო წინა საპარლამენტო და წინა საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველო დგას რისკის წინაშე, სერიოზულად დააზიანოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების მისწრაფებები. იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნების წევრებს და ბატონ ივანიშვილს ეს ადარდებთ, გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადარდებთ." – თქვა კრამერმა.

სემინარზე დევიდ კრამერმა ასევე თქვა, რომ ქართული ოცნება ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, ქმნის არჩევნებისთვის პრობლემურ გარემოს.

კომენტარები