არჩევნები 2021

კრამერი: ოცნება ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, ქმნის არჩევნებისთვის პრობლემურ გარემოს

დევიდ კრამერი
რადიო თავისუფლება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირიმა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, დევიდ კრამერმა მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარზე საქართველოს წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. კრამერი აღნიშნავს, რომ საქართველო განვითარების კრიტიკულ წერტილშია და მისი აზრით, არასწორი მიმართულებით მიდის.

"ძალიან მაწუხებს ის, თუ საით მიემართება საქართველო ქართული ოცნების მთავრობის მმართველობის ქვეშ, ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ. ვფიქრობ, საქართველო არის თავისი განვითარების კრიტიკულ წერტილში და ჩემი აზრით, ის არასწორი მიმართულების მიდის. ვფიქრობ, ჩვენ ვიხილეთ აშშ-ს საელჩოს უპრეცედენტო განცხადება, რომელშიც საელჩომ დაგმო ძალადობა, როგორც ჩანს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, რომლებიც დმანისში და რუსთავში მოხდა და ასევე ისაუბრა ოპოზიციის მიმართ ზეწოლის და დაშინების შესახებ მრავალ ცნობაზე და საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ რომ, ეს "წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ". ეს არის საკმაოდ გასაოცარი განცხადება აშშ-ს საელჩოსგან არჩევნებამდე ასე ცოტა ხნით ადრე." - თქვა კრამერმა.

დევიდ კრამერი თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლების და მმართველი პარტიას აკისრებს

"ის რასაც მთავრობა აკეთებს, არ ვამბობ, რომ ოპოზიცია სრულიად უდანაშაულოა, მაგრამ მთავრობა ეს არის პარტია ძალაუფლების სათავეში, პარტიას ძალაუფლების სათავეში კი აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი გარემო, რომელშიც არჩევნები შეიძლება ჩატარდეს. ჩემთვის ნათელია, რომ ქართული ოცნება ბოროტად იყენებს თავის ძალაუფლებას და ქმნის გარემოს, რომელიც პრობლემური იქნება ამ არჩევნებისთვის. ამ არჩევნებზე ბევრია დამოკიდებული."

კრამერმა აღნიშნა, რომ მის მიერ ნანახი გამოკითხვების თანახმად, ქართული ოცნება ვერ ლახავს 43%-იან ზღვარს, რა შემთხვევაშიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

"ვნახავთ, რა შედეგები იქნება, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები. არსებობს რისკი, რომ ეს იყოს კიდევ ერთი ძალიან სადავო არჩევნები, როგორც იყო წინა საპარლამენტო და წინა საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველო დგას რისკის წინაშე, სერიოზულად დააზიანოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების მისწრაფებები. იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნების წევრებს და ბატონ ივანიშვილს ეს ადარდებთ, გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადარდებთ." – თქვა კრამერმა.

კომენტარები