არჩევნები 2021

დავითულიანი: მელიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არის ქუჩის შპანა და მისი ადგილი არის ქუჩაში

ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის, ბოდიში ჟარგონისთვის, ნამდვილი ქუჩის შპანა და მისთვის მოზომილ ქუჩის შპანის ადგილს ვერასოდეს გასცდება, რამდენიც არ უნდა ეცადოს, რომ თავი ოპოზიციის ლიდერად წარმოაჩინოს. ქუჩის შპანის ადგილი არის ქუჩაში და 2 ოქტომბრის შემდეგ ის დარჩება ქუჩაში.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა, ირაკლი კობახიძისა და ენმ-ის თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას დაპირისპირებაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან. 

კომენტარები