არჩევნები 2021

ხელისუფლება ადამ არშანიასა და სხვების წინააღმდეგ

დღეს, 22 სექტემბერს ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე წარმოადგინა "ბოტებისა და ტროლების" სია, რომლებიც ქართული ოცნებისა და პატრიარქის წინააღდეგ მოქმედებენ. ამ სიაში მოხვდა ადამ არშანიაც.

პაპუაშვილის თქმით, მთლიანი კვლევა თითქმის 150 გვერდს მოიცავს და ის გაეგზავნება ფეისბუკის ადმინისტრაციას, ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.

გარდა ამისა, პაპუაშვილის ამბობს, რომ სოციალურ მედიაში ყალბი გვერდების და ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების აქტიურობა, ხშირ შემთხვევაში, შინაარსობრივად იდენტურია და კოორდინირებული ქცევით გამოირჩევა.

"ოპოზიციის დიდი ნაწილის ერთადერთი საარჩევნო კამპანია მედიაკამპანიაა. ტყუილი, შეურაცხყოფა, ზიზღი, ბულინგი, აგრესია - ეს არის მათი მთელი არსენალი. სოციალური მედიის მონიტორინგის ძირითადი მიგნებები:

 სოციალურ მედიაში ყალბი გვერდების და ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების აქტივობა, ხშირ შემთხვევაში, შინაარსობრივად იდენტურია და კოორდინირებული ქცევით გამოირჩევა.

ხელისუფლების წარმომადგენლების პოსტებზე, მათი დისკრედიტაციის მიზნით, ხშირია ტროლების და ბოტების მობილიზების შემთხვევები. პირველადი დაკვირვების შედეგად აღმოჩენილია 1200-ზე მეტი, ჩვენი შეფასებით, არაავთენტური ტიპის ანგარიში.

 ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების, მათთან აფილირებული ავთენტური და ყალბი რესურების მადისკრედიტირებელი და ზიზღის ენის შემცველ ქცევას, ძირითადად სამი მიმართულება აქვს: ქართული ოცნების წარმომადგენლების დისკრედიტაცია  და ეკლესიის და პატრიარქის დისკრედიტაცია, კოვიდ 19-ის პანდემიის თემით მანიპულირება". - წერს შალვა პაპუაშვილი.  

 

კომენტარები