2021 წელს გარდაცვლილები

SEX AND THE CITY-ის მსახიობი უილი გარსონი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

GETTY IMAGES

მსახიობი უილი გარსონი 22 სექტემბერს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა ვაჟმა გაავრცელა, თუმცა, გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ არის. 

უილი გარსონს განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა HBO-ს სერიალმა და ფილმებმა Sex and the City, სადაც ის მთავარი პერსონაჟის, ქერი ბრედშოუს საუკეთესო მეგობრის, სტენფორდ ბლატჩის როლს ასრულებდა. 

მსახიობი Sex and the City-ის გაგრძელებაშიც And Just Like That-შიც მონაწილეობდა, რომელიც ეკრანებზე ჯერჯერობით არ გამოსულა. 

90-იანი წლების საკულტო სერიალის გარდა უილი გარსონი ცნობილი იყო თავისი როლით სერიალში White Collar. 

გარსონი ასევე ადვოკატირებდა შვილად აყვანის საკითხს და 2009 წელს მან თავად იშვილა თავისი ვაჟი ნეითენი, რომელმაც მამის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია Instagram-ის საშუალებით გაავრცელა. 

"მიხარია, რომ ყველა შენი თავგადასავლის ჩემთან ერთად გაზიარება მოახერხე და ამდენს მიაღწიე. ძალიან ამაყი ვარ შენით. ყოველთვის მეყვარები". – დაწერა ნეითენ გარსონმა. 

კომენტარები