2021 წელს გარდაცვლილები

მომღერალი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

imedinews.ge

მომღერალი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. სახალხო არტისტი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს 1986-2015 წლებში ხელმძღვანელობდა. 

ინფორმაცია ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის გარდაცვალების შესახებ ანსამბლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ხატია მუსერიძემ გაავრცელა. 

"მე მასზე ვერ დავწერ ისტორიებს, იგი თავად წერდა ისტორიას. მასთან გატარებული თითოეული წუთი იყო ზეიმი, უბრალოდ, არ იცით, როგორი დიდი ადამიანი იყო და მუდამ იქნება. 86 წლის ასაკში ჯემალ ჭკუასელმა დაგვტოვა". – დაწერა მუსერიძემ Facebook-ზე. 

 გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ არის. ტაბულა იზიარებს გარდაცვლილის ოჯახის წვრებისა და ახლობლების მწუხარებას. 

კომენტარები