არჩევნები 2021

ნონიაშვილი, ჟღენტი, ორდენიძე – ევროპულმა საქართველომ პარტიული სიის ათეული წარადგინა

ევროპულმა საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიული სიის ათეული წარადგინა. თბილისში პარტიის ათეულის პირველი ნომერი ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ნონიაშვილი იქნება. 

1. გიორგი ნონიაშვილი
2. დათო ჟღენტი
3. ნინო ორდენიძე
4. ბესო დონაძე
5. ლაშა ჯანჯღავა
6. თეა კოტუა
7. გიორგი ბახტაძე
8. ალექსანდრე  გურაბანიძე 
9. მალორიტა ედიშერაშვილი
10. თეიმურაზ  გვაძბაია

პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, მათი გუნდი იბრძვის ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის მომავლისათვის და არა უბრალოდ საკრებულოსთვის. 

"ჩვენი გუნდი არ იბრძვის უბრალოდ  საკრებულოსთვის, რაც ნორმალურ ან ნორმალურთან მიახლოებულ პირობებში იქნებოდა და არის მნიშვნელოვანი ამ ქალაქისთვის. ეს არის ბრძოლა ჩვენი, ყველას მომავლის გადასარჩენად - ჩვენი თავისუფლების, მათ შორის, თბილისის საკრებულოს, თვითმმართველობის, საქართველოში ყველა ქალაქის მომავლის გადასარჩენად. ამიტომ, ჩვენ ყველას განსაკუთრებული პასუხისგებლობა გვაქვს. ჩვენი ვალია, რომ საკუთარი აქტიურობით, ჩვენი საუბრით, კომუნიკაციით, ყველა მოქალაქე დავარწმუნოთ, რომ მათ თითოეულ ხმაზე არის დღეს დამოკიდებული, რა მოხდება შემდეგი ათწლეულების განმავლობაში". - ამბობს ბოკერია. 

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები