ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, ეთნიკური წმენდის შეტრიალება და რუსული საფრთხის განეიტრალება ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია მხოლოდ არაოკუპირებული საქართველოს ამ ჭაობიდან გაღწევით, ნატოში ინტეგრაციით და აშშ-სთან მყარი უსაფრთხოების თანამშრომლობის დამყარებით. რა მომენტშიც, არაოკუპირებული საქართველო იქნება წვდომის მიღმა, ან მინიმუმ, აგრესიის თვალსაზრისით, პუტინის რუსეთისთვის მიუწვდომელი, მაგ მომენტში გაჩნდება შანსები იმის, რომ მოხდეს დეოკუპაცია და რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის დასუსტება, რაც ჩვენი და თავისუფალი სამყაროს სტრატეგიული ამოცანა არის თავისუფლების დასაცავად მთელს მსოფლიოში, როგორც კი ეს მოხდება, იქნება შესაძლებლობა მიზნის მიღწევის, იქამდე კი, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არაოკუპირებულმა საქართველომ ამ ჭაობს გააღწიოს. გააღწიოს იმ საფრთხეებს, რომლებსაც ივანიშვილის რეჟიმი გვიქმნის აქ, შიგნით.
tbl.ge/5p00
დაკოპირდა
თქვა ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიის თანამოაზრეების ჯგუფში გაშვებულ LIVE-ში მხარდამჭერის კითხვის საპასუხოდ.
ამავე თემაზე
- 2021 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ 18 მლნ დახარჯა, ენმ-მ 3 მლნ, ლელომ – 2.5 მლნ
- არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კვლავ პრობლემურია – TI-ის ანგარიში
- NDI არჩევნებზე: საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა
- "საკრებულოებში ვმოქმედებთ ძალაუფლების ბალანსისთვის" – სად ასახელებს გახარია კანდიდატებს
- სააკაშვილი: გავზარდოთ მასობრიობა და კედლად დავუდგეთ მოძალადეებს, აუცილებლად ჩამოვანგრევთ