ფარული მოსმენები

დეკანოიძე: სუს-ი ყველაზე მძიმედ აღჭურვილი იარაღია ოლიგარქის ხელში, ამიტომ – უნდა დაიშალოს

ირაკლი ღარიბვაშვილი, მთელი ხელისუფლება, მათ შორის, განსაკუთრებით გრიგოლ ლილუაშვილი ექვემდებარება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს. ამ ადამიანების პასუხისმგებლობა აუცილებლად იქნება, აქ იკვეთება სისხლის სამართლებრივი ეპიზოდებიც, როგორც მოგახსენეთ, განსაკუთრებით სუს-ის უფროსის მიმართ და ასევე მნიშვნელოვანი ერთი რამ – პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც უნდა იყოს წარმომადგენლობითი ორგანოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი, არ აინტერესებს საერთოდ და პირიქით, დაკავებულია ლილუაშვილის გამართლებით, ანუ ბიძინა ივანიშვილის გამართლებით და გათეთრებით – არ გამოვა ასე. სუს-ი არის გესტაფო, სუს-ი არის ყველაზე მძიმედ აღჭურვილი იარაღი ოლიგარქის ხელში, ამიტომ, შესაბამისად, ეს სუს-ი უნდა დაიშალოს.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციიის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე, რომელმაც ქუთაისის პროკურატურაში ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სარჩელი დღეს, 20 სექტემბერს, შეიტანა

კომენტარები