არჩევნები 2021

ბოკერია: ხელების ჩამოშვებას მოაქვს უარესი შედეგი, უნდა ვუპასუხოთ გაორმაგებული ენერგიით

არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ გაგვტეხოს საზოგადოება, თორემ გატეხვის შემდეგ ფასი იქნება ძალიან დიდი. ამიტომ, ამ ყველაფერზე უნდა ვუპასუხოთ პირიქით, გაორმაგებული ენერგიით, არჩევნებზე მისვლით და თუ საჭირო იქნება სამოქალაქო, მშვიდობიანი პროტესტით. ეს არის ჩვენი გუნდის, ევროპული საქართველოს ამოცანა და ამისკენ მოვუწოდებ ყველას - როგორი იმედგაცრუებულიც არ უნდა იყოს ზოგადად პოლიტიკური ცხოვრების, პარტიებით და ასე შემდეგ, მინდა მივმართო ყველას, რომ ხელების ჩამოშვებას მოაქვს ათასჯერ უარესი შედეგი და სხვისი ცუდი საქციელი უმოქმედობის არანაირი გამართლება არ იქნება

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში.

კომენტარები