კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 176 შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.15%-ია

Covid 19-ით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 35 400 ტესტი და დადასტურდა 2 176 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  2 838 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.15%, ბოლო 14 დღის - 7.46%, ბოლო 7 დღის - 7.21%.

ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან თბილისში 756 გამოვლინდა, აჭარაში - 134, იმერეთში – 357, ქვემო ქართლში – 143, შიდა ქართლში – 138, გურიაში – 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 243, კახეთში –  236, მცხეთა-მთიანეთში – 58, სამცხე-ჯავახეთში – 42, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 10.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 26 693, საიდანაც 5 637 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 350 პაციენტი იმყოფება კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 19 706 - საკუთარ სახლში.

ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 1 322 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 354 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 589 727 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 8 390 და გამოჯანმრთელდა 554 618 პირი.


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ დღეიდან, 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები