არჩევნები 2021

წერეთელი: ოცნება შორდება ევროკავშირს და ნელ-ნელა უახლოვდება რუსეთის მოკავშირეობას

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი ამბობს, რომ  ევროპარლამენტარ ანრეი კუბილიუსის განცხადება ნათლად ასახავს, თუ როგორ შორდება ქართული ოცნება ევროკავშირს და უახლოვდება რუსეთის მოკავშირეობას.

"ეს არის ძალიან მკაცრი, ძალიან გადაჭრით ნათქვამი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ეს ასე არ
იქნება ქართული ოცნება საბოლოოდ გაწყვეტს კავშირს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და
დარჩება ერთი გზა, რომლისკენაც ნელ-ნელა მიდის კიდეც ეს არის, რომ გახდეს რუსეთის
მოკავშირე.“- ამბობს გიგი წერეთელი.

გუშინ, 14 სექტემბერს, ევროპარლამენტარმა ანრეი კუბილიუსმა განაცხადა, რომ თუ მმართველი
პარტია ამ არჩევნებში 43%-ზე მეტს ვერ აიღებს ევროკავშირი განაგრძობს ზეწოლას ქართულ
ოცნებაზე
, რათა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 

კომენტარები