კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 515 შემთხვევა, დღიური დადებითობა 7.81%-ია

Covid 19-ით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 32 207 ტესტი და დადასტურდა 2 515 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  2 829 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.81%, ბოლო 14 დღის - 7.61%, ბოლო 7 დღის - 7.32%.

ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევიდან თბილისში 869 გამოვლინდა, აჭარაში - 159, იმერეთში – 393, ქვემო ქართლში – 151, შიდა ქართლში – 143, გურიაში – 61, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 251, კახეთში –  338, მცხეთა-მთიანეთში – 61, სამცხე-ჯავახეთში – 64, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 25.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 27 398, საიდანაც 5 785 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 318 პაციენტი იმყოფება კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 20 295 - საკუთარ სახლში.

ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 1 347 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 350 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 587 551 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 8 347 და გამოჯანმრთელდა 551 780 პირი.


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ დღეიდან, 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები