ფარული მოსმენები

მდინარაძე: ქვეყანაში რაც ხდება, იმაზე პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება?

ქვეყანაში რაც ხდება, იმაზე, ზოგადად, პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება?  

თუ სადმე რეალური ინფორმაცია გამოერია და რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი რეალური ინფორმაცია გამოერია, თავდვე ამოიცნეს იქ საკუთარი თავი - ვის მიერ იყო ჩაწერილი, ვის მიერ იყო დამონტაჟებული, გავრცელებული, ამაში კონკრეტული ინტერესი იკვეთება და თუ ეს კონკრეტულიინტერესი არის თქვენი და საზოგადოების ინტერესი, რომ გაიგოს, ვისი ავტორობით არის შესრულებული ეს ყველაფერი, ამას გამოძიება დაადგენს, რომელიც დღეს დაიწყო პროკურატურამ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემთხვევით არ ხდება.

ასე პასუხობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტის კითხვას, ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას სუს-ის მიერ მოქალაქეების სავარაუდო ფარულ მოსმენაზე.  

13 ივნისს გვარცელდა მასალები, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ მოქალაქეების ფარული მოსმენით მიღებულ ინფორმაციას ასახავს. 

კომენტარები