ფარული მოსმენები

სააკაშვილი: ივანიშვილი ყოველთვის იყო ეკლესიის და პატრიარქის პირადი მტერი, მე ვარ მოწმე

ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არის განადგურება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, მან პრაქტიკულად გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და გადმოიტანა იქიდან, მან მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას, არ გამოუვიდა ჯერჯერობით და მას ძალიან აღიზიანებდა ყოველთვის ქართული ეკლესია და ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი, მე ვარ ამის მოწმე არაერთხელ. ზუსტად ვიცი რაზე ვსაუბრობ. აქედან წამოვიდა ის უამრავი პროვოკაცია, სიბინძურე, ჭორები და ახლა კომპრომატების შეგროვება და ათასი უბედურება. 

ვინც იძახის ივანიშვილი იმას აგრძელებს, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდაო, მინდა შეგახსენოთ თუ სკლეროზი არ გაწუხებთ,ერთი შემთხვევა მაინც ვინმეს ახსოვს, როცა ჩემს დროს გამოსულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შემცველი მასალები?! თუ ვინმე ნაძირალა ცალკე რაღაცას აკეთებდა, მე ნამდვილად არ ვიცი და რომ გამეგო ნამდვილად დავსჯიდი. 

ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე.

კომენტარები