დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55% მინიმუმ ერთი დოზით არის აცრილი, სრულად აცრილია – 33%. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პედაგოგების მინიმუმ ერთი აცრის საშუალო მაჩვენებელია 58%, საიდანაც სრულად აცრილია 36%. რაც შეეხება კერძო სკოლებს – მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 64%, სრულად კი 44%, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია – 70%.
13 სექტემბრის დილის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 507 986 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 902 457 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 31.6%. სრულად ვაქცინირებულია 605 529 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 21.2%.
ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
- ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
- დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
- ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
- ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
- იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.
სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.
ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.