არჩევნები 2021

ევროპულმა საქართველომ იმერეთში საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა

ევროპულმა საქართველომ იმერეთის რეგიონში საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა. პარტიამ ასევე კიდევ ერთხელ, იმერეთის ორი ქალაქის, სამტრედიის და ხონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

ევროპული საქართველოს საკრებულოს წევრობის კანდიდატები იმერეთში არიან:

  • დავით გოგისვანიძე – ქუთაისი
  • ამირან ძოწენიძე – ქუთაისი
  • ავთანდილ სტურუა – ქუთაისი
  • დავით ჭავჭელიძე – ხონი
  • მადონა გაბელაშვილი – ტყიბული
  • ტარიელ ფანჩულიძე – თერჯოლა
  • სევერიონ გორგულაძე – წყალტუბო
  • გელა სხილაძე –ზესტაფონი
  • თენგიზ სამხარაძე – ჭიათურა
  • შალვა დათუაძე – ბაღდათი
  • კობა ძაგნიძე – ვანი
  • კობა მოდებაძე – საჩხერე
  • აკაკი მაჭავარიანი – ხარაგაული

    სამტრედიაში ოპოზიციური პარტიების შეთანხმებული მერობის კანდიდატი ევროპული საქართველოს წევრი ჟუკიანა ფოფხაძე, ხოლო ხონში ზურაბ ჯიბუხაია იქნება.

    "ეს არის ის გუნდი, რომლითაც ჩვენ გავმართავთ დიდ ბრძოლას 2 ოქტომბრის არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხოლოდ, არამედ ასევე დიდ რეფერენდუმში". – თქვა აკაკი ბობოხიძემ


    ევროპულ საქართველოს მერობის კანდიდატი 14 ქალაქში ეყოლება, აქედან 2 – შეთანხმებული. პარტია 16 რეგიონულ მუნიციპალიტეტში მხარს კოორდინირებული ოპოზიციის საერთო კანდიდატებს დაუჭერს, მათგან 12 ენმ-ს კანდიდატია. 
    2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

    შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები